FANDOM



ეიიჩირო ოდა, დაიბადა პირველ იანვარს, 1975 წელს ქალაქ კუმამოტოში, იაპონიაში, ის არის იაპონელი მანგაკა, ყველაზე მეტად ცნობილია როგორც "ვან პისის მანგის" შემქმნელი. ის დაქორწინებულია ჩიაკი ინაბაზე.

ადრეული ცხოვრება

ბავშვობაში,ოდა დაინტერესებული იყო ვიკინგებით და ისწრაფოდა,რომ გამხდარიყო მანგის მხატვარი.მან წარმოადგინა პერსონაჟი სახელად პანდამენი იუდეტამოგოს კლასიკური საბრძოლო მანგა კინიკუმანისთვის. პანდამენი არ იყო მხოლოდ მანგის თავში გამოყენებული,ის ასევე დაბრუნდა როგორც ხშირი ქამეო პერსონაჟი ოდას საკუთარ სამუშაოებში. ცნობილია,რომ მან დაამატა სააღდგომო კვერცხები მის მანგაში,მათ შორის დოსკოი პანდა. ოდა შთაგონებული იყო დოქტორი სლამპისა და Dragon Ball-ის შემქმნელისგან,აკირა ტორიიამასგან. როდესაც ის ახალგაზრდა იყო,მას მოსწონდა ფეხბურთის თამაში სკოლაში და მისი მეტსახელ ი იყო ოდაჩჩი რომელიც მისმა მეგობრებმა შეარქვეს. მოგვიანებით ის ახმოვანებდა ოდაჩის "Dream Football King!"-ში ეს იყო დამატებული ვან პისის მესამე ფილმში, "ჩოფერის სამეფო უცნაური ცხოველების კუნძულზე".

მანგა კარიერა

თანაშემწის წლები (1992-1997)

1992 წელს, 17 წლის ოდამ დაიწყო მისი მანგა კარიერა, როგორც სამი განსხვავებული მანგაკას თანაშემწე ყოველკვირეული შონენ ჯამფის მაღაზიისთვის.იმავე წელს მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაშრომი სახელად "იძებნება!" რომლისთვისაც მოიგო მეორე ადგილი ტეზუკა საჩუქარში. თავდაპირველად ის მუშაობდა მასაია ტოკუჰიროსთან ერთად ჯუნგლების მეფე ტანჩანზე 1992 წელს. 1994 წელს, ის მოკლედ მუშაობდა შინობუ კაიტანთან. ამავე წლებში მან დატოვა კოლეჯი როგორც პირველკურსელი.ასევე 1996 წელს ის დაიძრა სამუშაოდ ნობუჰირო ვაცუკისთან რუროუნი კენშინზე. ამ დროის განმავლობაში ოდა შეხვდა ჰიროიუკი ტაკეის. ოდა ხატავდა სცენებს მის მანგაში თავისი საკუთარი სამხატვრო სტილით.

1993 და 1994 წლის განმავლობაში, მან შექმნა სხვადასხვა ნაწარმოებები როგორიცაა "ღმერთის საჩუქარი მომავლისთვის" (1993), იკკი იაკო (1994) და მონსტრები (1994), უკანასკნელი იყო ვან პისი.

1996 წელს,როდესაც ის ისევ ვაცუკისთან ერთად მუშაობდა,მან შექმნა ორი სპეციალური კომიქსი,რომელიც არ შედის კომიქსთა სერიულ გამოცემაში,მომავალი მანგის მხატვრების გამოფენისთვის,სახელწოდებით "რომანი განთიადზე,ნაწილი 1" და "რომანი განთიადზე,ნაწილი 2" რომელიც გახდა ვან პისის პირველი თავი. 1997 წელს, მან დაასრულა მუშაობა ნობუჰიროსთან რათა დაეწყო მუშაობა ვან პისზე.

ჩალის ქუდის ბომბი.png

ჩალის ქუდის ბომბი

თუმცა,მან შეიტანა ბევრი ცვლილება,როგორიცაა ბუგის შეცვლა ბაგით, შეცვალა ზორო, რომელიც უნდა ყოფილიყო ბაგის მარჯვენა ხელი და გახადა მოხეტიალე მოფარიკავე, ასევე შეცვალა მორგანის გამოჩენა (მას უნდოდა,რომ მისი აღნაგობა ყოფილიყო ისეთი,როგორიც სუმოებს აქვთ,მაგრამ ოდამ ამის შეცვლა გადაწყვიტა,რომელიც მან გააკეთა). მოგვიანებით ნობუჰირო ვაცუკიმ ოდას ფული გადაუხადა რათა მას დაეხატა ჩალის ქუდიანი მეკობრეები ბომბზე.


ვან პისი (1997-მიმდინარე)

საბოლოოს აგვისტოში,1997 წელს,მან შექმნა მისი მანგა,ვან პისი. მეკობრეებით დაინტერესებულმა ოდამ, ვან პისის სერიებიც მეკობრეებზე გააკეთა.

1998 წელს,ოდამ შექმნა დიზაინი პირველი ოვასთვის და მას გაუხარდა იმის დანახვა,რომ ვან პისს ანიმეაცია გაუკეთეს. 1999 წელს, "Toei Animation"-მა მიიღო ვან პისი და პერსონალი ხშირად ხვდებოდა ოდას რათა განეხილათ თუ როგორ უმკლავდებოდა ის სერიებს.

ოდას ფერადი ნამუშევარი.png

ოდას ფერადი ნამუშევარი

2002 წელს,ის შეხვდა ჩიაკი ინაბას, რომელიც ანსახიერებდა ნამი-ს შონენ ჯამფის ზეიმზე და ამ ორმა დაიწყო გარეთ გასვლა ხოლო 2004 წელს, ისინი დაქორწინდნენ. 2006 წელს მას და მის ცოლს ქალიშვილი შეეძინათ.

ის ასევე ჩართული იყო ვან პისის მეათე ფილმში, პირველი ფილმი რომელიც მან სიუჟეტის მიხედვით დაწერა, ვან პისის მეათე წლისთავის საპატივცემულოდ.

ბრძოლა!.png

ოდას შეტყობინება

2011 წლის შემდეგ დიდ აღმოსავლეთ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, ოდამ და მანგაკებმა დაწერეს შეტყობინება მსხვერპლებზე.


მომავალი

ოდამ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას უნდოდა შეექმნა მანგა რობოტებზე იმის შემდეგ,როდესაც ის ვან პისს მორჩებოდა. თუმცა,მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ როდესაც ის ვან პისს მორჩებოდა, ის გაყვებოდა ისეთივე გზას როგორსაც ტორიამა გაყვა და შექმნიდა მოკლე-ისტორიის მანგას.


ასისტენტობა

ნამუშევრები

ქამეოები

  • ოდაჩის ხმა Dream Soccer King!-ში.
  • ანსახიერებდა შანქსს 2008 წლის ჯამფის წვეულებაზე.
  • სახელი გამოჩნდა წიგნზე 70_ე ეპიზოდში (180:08 წუთზე) როგორც სააღდგომო კვერცხები და სარკეზე 21_ე ეპიზოდში (2:53 წუთზე).

ხელმოწერა

ეიიჩირო ოდას ხელმოწერა.png

ეიიჩირო ოდას ხელმოწერა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki