FANDOM


ეშმაკის ხილი
250px-Devil Fruit Infobox (1)
ინფორმაცია
სახელი ეშმაკის ხილი
ეშმაკის ხილი
ეშმაკის ხილი ეშმაკის ხილი
ჰაკი
250px-Devil Fruit Infobox (1)

ეშმაკის ხილი

ეშმაკის ხილი - არის ვან პისის სამყაროს მისტიკური ხილი, რომელიც აძლევს რაიმე განსაკუთრებულ ძალას მას, ვინც მას შეჭამს. ეშმაკის ხილის ძალა დამოკიდებულია მის ტიპზე .

ზოგიერთი ხილი არის ნაჩვენები მხოლოდ ანიმეში, ზოგიერთიც კი მხოლოდ მანგაში. მაგრამ ამისდამიუხედავად, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ სიუჟეტში და თითქმის ყველა მთავარ გმირს აქვს ეშმაკის ხილის ძალა.


აღწერა

210px-The Devil Fruits as described by Morgan

ეშმაკის ხილი - აღწერა

ეშმაკის ხილი - ისინი დამალულნი არიან გრანდ ლაინზე. იმის გამო რომ ისინი ძალიან იშვიათად გვხვდებიან (მითმეტეს გრანდ ლაინის გარეთ) მათზე ძალიან ბევრი ლეგენდები დადის, და უმეტეს შემთხვევაში რთულია განასხვავო სიმართლე შეთხზული ამბისგან. ადამიანების უმრავლესობამ ან საერთოდ არაფერი არ იცის მათზე, ან იცის, მაგრამ ძალიან ცოტა რამ.  ეშმაკის ხილი (იყოს იგი ცნობილი, ან უცნობი) ძალიან ძვირად ფასობს . თითოეული მათგანი ღირს  100 000 000 ბელი - ზე მეტი. 

ეშმაკის ხილს ძალიან ცუდი გემო აქვს და ისინი გადაცემენ ხილის შესაძლებლობებს მას შემდეგ, რაც მისი რაიმე ნაწილი იქნება შეჭმული. ძალის გადაცემის შემდეგ, ხილის დანარჩენი ნაწილის ჭამის შემთხვევაშიც კი, ვეღარ მიიღებ მის შესაძლებლობას. ეშმაკის ხილი სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის არსებობს. ყოველი ხილი არის უნიკალური, და მთელს სამყაროში მოიძიება მხოლოდ ერთი კონკრეტული ეშმაკის ხილი. 

ეშმაკის ხილი ვან პისის უძლიერესი პერსონაჟების ერთერთი მთავარი ძალაა. ეშმაკის ხილი აქვთ ნაჭამი პირატებს, მეზღვაურებს, შიჩიბუკაებს და თვით იონკოებსაც. 

ეშმაკის ხილები

ეშმაკის ხილის მომხმარებლის სიკვდილის შემდეგ, ეშმაკის ხილი თავიდან წარმოიქმნება - ეს გვაძლევს საშუალებას რომ შევქმნათ წიგნი, რომელშიც თავმოყრილია ყველა ცნობილი ეშმაკის ხილი. მაგრამ ხანდახან გვხვდება ისეთი ეშმახის ხილი, რომელიც არ არის ხილების ენციკლოპედიაში. შანქსმა და მისმა ეკიპაჟმა უკვე იცოდა თუ რა ძალა ქონდა ეშმახის ხილს, რომელიც შეჭამა ლუფიმ. 


გვერდითი მოვლენები

ეშმაკის ხილის ძალასთან ერთან ადამიანს სისუსტე უჩნდება. ზღვა ზურგს აქცევს ეშმაკის ხილის მომხმარებელს და იგი დაუცველი ხდება წყალში ჩავარდნის შემთხვევაში.

ეშმაკის ხილის მომხმარებლის რაიმე ნაწილიც კი, რომ იყოს წყალში მოქცეული, იგი ვერ გამოიყენებს თავისი ეშმაკის ხილის ძალას. მაგრამ, თუ მომხმარებლის სხეული ხილის მიერ არის შეცვლილი, მისი მანიპულირება შეიძლება გარე ძალებით. მაგალითად, არლონგ პარკში, როდესაც ლუფი წყალქვეშ იყო მოქცეული და იხრჩობოდა, გენჯომ და ნიძიკომ შეძლეს ლუფის სხეულის გაწელვა და ამის მეშვეობით შეუნარჩუნეს მას სიცოცხლე.

კაეროსეკი - სპეციალური ნივთიერება, რომლის საშუალებითაც, ეშმაკის ხილის მომხმარებელთან კონტაქტის დროს, იგი ვეღარ იყენებს ხილის ძალას. 

  • ასევე, შესაძლებელია მხოლოდ ერთი ეშმაკის ხილის შეჭმა. ორის, ან მეტი ხილის შეჭმის შემთხვევაში, ადამიანი მოკვდება. (გამონაკლისია მარშალ დი ტიჩი) 

გამოკვლევები

დოქტორი ვეგაპანკი - მეზღვაურების მთავარი მეცნიერი იკვლევს ეშმაკის ხილისგან გამოწვეულ ეფექტებსა და კაეროსეკის. მისი გამოკვლევების საშუალებით, შესაძლებელი გახდა უსულო ნივთებისთვის ეშმაკის ხილის ძალის მიცემა. მაგალითად : იარაღი და ხმალი. ასევე ცნობილია, რომ ვეგაპანკი მუშაობს ხელოვნური ეშმაკის ხილების შექმნაზე. 

ვეგაპანკის ყოფილმა კოლეგამ, ცეზარ კლაუნმა შეძლო ხელოვნური ეშმაკის ხილების დამზადება. 

ტონი ტონი ჩოპერმა ექვსწლიანი გამოკვლევების შემდეგ შეძლო რამბლ ბოლის შექმნა. იგი აძლიერებს ეშმაკის ხილის ძალას და საშუალებას აძლევს რომ სხვადასხვა საბრძოლო ფორმა მიიღოს. 

ეშმაკის ხილის ტიპები

პარამეცია 

 იგი ყველაზე ხშირად გვხვდება ეშმაკის ხილებში. იგი მის შემჭმელს აძლევს არაადამიანურ შესაძლებლობებს ან ცვლის მის სხეულს. 

ზოანი

 ზოანის ტიპის ეშმაკის ხილის მომხმარებლები იღებენ რომელიმე ცხოველის ან ფრინველის ძალას, შესაძლებლობებსა და მათ იერსახეს. მომხმარებელს ასევე შეუძლია ჰიბრიდული ფორმის მიღება - ამ ფორმაში იგი ნახევრად ცხოველია და ნახევრად ადამიანი. ცხოველი შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ არსებობენ ასევე პრეისტორიული და მითოლოგიური ტიპის ზოანები. (მაგალითად ძალიან იშვიათი, მოთოლოგიური ტიპის ზოანი, რომელსაც ფლობს მარკო. კიზარუს სიტყვების თანახმად იგი ლოგიაზე იშვიათია ) 

ლოგია 

 ძალიან იშვიათი ეშმაკის ხილის ტიპი. იგი მომხმარებელს აძლევს რაიმე ბუნებრივ სტიქიად გადაქცევის უფლებას და მთელი მისი გამანადგურებელი ძალის გამოყენებას. ლოგიას ფიზიკური შეტევებით ვერ ავნებ. საჭიროა ან კაეროსეკი, ან ჰაკი. 

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki