FANDOM


Toei Animation

Toei Animation

(One Piece|ワンピース|Wan Pīsu|ვან პისი) არის ანიმე რომელიც წარმოებულია >Toei Animation<-ისგან და გავრცელებულია Fuji Television -ისგან. პირველი ეპიზოდი გამოვიდა იაპონიაში 20 ოქტომბერს,1999 წელს. სერიები გრძელდება ეპიზოდებით,ფილმებით და ოვებით. 
ანიმე

ლუფი ნაკამებთან ერთად


ანიმეს მიმოხილვაEdit

ისტორია ვითარდება პერიოდში, როდესაც ყველა მიისწრაფოდა გამხდარიყო მეკობრე. რა იყო ამის მიზეზი? მეკობრეების ასეთი დიდი ტალღა გამოიწვია სახელოვანი მეკობრის, გოლდ როჯერის სიკვდილით დასჯამ. იგი მიჩნეული იყო მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მეკობრედ. სიკვდილის წინ, გოლდ როჯერმა საჯაროდ განაცხადა, რომ მთელი მისი ქონება, რომელსაც "ONE PIECE"-ი უწოდა, მიტოვებული იყო შუაგულ ოკეანეში და რომ ყველა მსურველს შეეძლო ეკიპაჟის შეკრება და ზღვაში გასვლა საგანძურის საძებნელად. გოლდ როჯერის ამ განცხადებამ გამოიწვია არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მეკობრული ხანა.სწორედ ამ პერიოდში შეხვდება ანიმეს მთავარი გმირი ლუფი პირატ შანქს. პირატ შანქსის გაცნობა მას გაუჩენს სურვილს გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეკობრე("მეკობრეების მეფე") და მოიპოვოს გოლდ როჯერის საგანძური. თუმცა ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. ამიტომ შანქსი მას სამახსოვროდ დაუტოვებს თავის ჩალის ქუდს. ლუფი პირობას მისცემს შანკს, რომ ერთ დღეს შეხვდება ოკეანეში, ოღონდ უკვე არა როგორც უბრალო ბავშვი, არამედ როგორც სახელგანთქმული მეკობრე. გადის წლები, ლუფი იზრდება და ასაკის მომატებასთან ერთად იზრდება მისი მეკობრედ გახდომის სურვილიც. იგი გადის ზღვაში, ეკიპაჟის და გემის გარეშე, იმ იმედით რომ გზაში შეძლებს ეკიპაჟის შეგროვებას... აქედან იწყება ლუფისა და მისი მეგობრების დაუვიწყარი თავგადასავალი.

სხვაEdit

ვან პისის ფონტის გადმოწერა და დაყენება შეგიძლიათ აქედან >>> [[1]]
ONE-PIECEA

ვან პისის ფონტი

ვან პისის ოსტ/ოპ და ა.შ-ზე ლირიკების ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე >>> [[2]]

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki