FANDOM


რა არის ნარუტოპედია?
ნარუტოპედია ქართულენოვანი ვიკიაა ნარუტოს შესახებ, სადაც სტატიების შექმნა და რედაქტირება შეუძლია ყველას.

გაფრთხილებთ, რომ ეს ვიკი სავსეა სპოილერებით. თუ არ გსურთ სიუჟეტის უახლესი დეტალების გაგება, ნუ წაიკითხავთ მას.

რა არის ნარუტო?
ნარუტო (ナルト) პოპულარული იაპონურ მანგაა, რომელიც შექმნილი და ილუსტრირებულია მასაში კიშიმოტოს მიერ. პირველად იგი იაპონიაში 1999 წელს, შუეიშას Weekly Shonen Jump-ის 43-ე გამოცემაში დაიბეჭდა, მოგვიანებით კი მის საფუძველზე შეიქმნა ანიმე სერიალი, რომლის პრემიერა იაპონიაში 2002 წლის 3 ოქტომბერს შედგა. მისი მიმდინარე, მე-2 სეზონი 2007 წლის 15 თებერვლიდან იღებს სათავეს. ნარუტოზე რამდენიმე ფილმი, ოვა და ვიდეო თამაშია შექმნილი. გარდა ამისა, არსებობს ნარუტოს გრაფიკული ალბომები და მეგზურები, სიმღერების კრებულები, რანობეები და შესაგროვებელი კარტები.

მანგას მთავარი გმირია ნარუტო უზუმაკი, ახალგაზრდა შინობი, რომელიც შეუდრეკლად იბრძვის საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის, თუმცა გამუდმებით უხდება გამკლავება საყვარელი ადამიანების დაკარგვით განცდილ ტკივილთან და სიძულვილთან.

ნარუტო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანგაა. დღეის მდგომარეობით, იაპონიაში მისი 113 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

როგორ გავხდე ნარუტოპედიის რედაქტორი?
ნარუტოპედიის მწერლობა/რედაქტორობა შეუძლია ყველას, რისთვისაც რეგისტრაციაც კი არ არის სავალდებულო, თუმცა სასურველია.
თარგი:დაგვეხმარე

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki