Onepiece Wiki
Advertisement

კატეგორია:One Piece

left|thumb|როკუშიკი|250px როკუშიკი საბრძოლო ხელოვნების ერთერთი საოცარი მიმდინარეობაა. ეს სტილი პირველად გამოყენებული იყო სიპი9 - ს მიერ. 

ადამიანების ძალა დორიკებში იზომება.  ხოლო ამ დორიკებს ფუკორუ თვლის . რაც უფრო მაღალია ძალა, მით უფრო მაღალ დონეზე არის ესა თუ ის ტექნიკა. ასევე, როკუშიკის მომხმარებლები სპეციალიზირებულნი არიან მხოლოდ ერთ ტექნიკაში, როგორც : კაკუ რანკიაკუსთან, ჯაბურა ტეკკაისთან და რობ ლუჩი შიგანთან. 

როკუშიკის სტილი ერთერთი მთავარი ბრძოლის სტილია, რომელსაც მეზღვაურების აგენტები, კერძოდ სიპი9 იყენებენ. მაგრამ მარინეების რიგებში მოიძებნება ისეთი კაპიტანი ან ვიცე ადმირალი, რომელიც მას იყენებს. კობიმ მონკი დი ლუფის წინაამღდეგ გამოიყენო სორუ, ხოლო შემდგომ, მარინფორდის ბრძოლაში ვიცე ადმირალმა მამონგამ, და ასევე ვიცე ადმირალმა დალმატინმა გამოიყენეს როკუშიკის ტექნიკები ლუფის შესაჩერებლად. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ ვრცელდება როკუშიკის ტექნიკები მეზღვაურებს შორის. 

შემდგომ ცნობილი გახდა, რომ ვიცე ადმირალ ვერგოსაც შეეძლო როკუშიკის რამოდენიმე ტექნიკის გამოყენება. მაგალითად, მან შიგანის დახმარებით გაანადგურა  ჯი 5 - ის მეზღვაურები. 

როკუშიკის ტექნიკები 

Soru

სორუ

სორუ

სორუ ეხმარება ადამიანს რომ გადაადგილდეს ძალიან დიდი სისწრაფით. იგი ფაქტიურად წამიერად ქრება და ჩნდება სხვა ადგილას. სორუს გამოსაყენებლად ძალიან სწრაფად უნდა დაარტყა მიწაზე ფეხი 10 - ჯერ



thumb|კამიე|200px

კამიე

კამიე - იგი როკუშიკის მეორე ფორმაა. მისი საშუალებით ადამიანის სხეული ძალიან მჩატე ხდება. უმრავლესობა შეტევების ძალა უბრალოდ დაგეხმარებათ მის აცილებაში. 



Gepo

გეპო

გეპო

გეპო (იაპონურად მთვარის ნაბიჯი) იგი დაფუძნებულია დარტყმაზე, რომელიც ჰაერზე ხორციელდება. დარტყმის დროს ადამიანი ძალიან მაღლა მიფრინავს. ფრენკი მიხვდა, რომ გეპოს გამოყენება უფრო რთულია ერთი ფეხით, ვიდრე ორით. ეს ტექნიკა გამოიყენება სიპი9 - სა და სანჯის მიერ. ასევე ამ ტექნიკის გამოყენება შეუძლიათ ვიცე ადმირალებსა და მათზე მაღალ ჩინზე მყოფ მეზღვაურებს.  მაგრამ ამჟამინდელი ინფორმაციით, იგი მხოლოდ ვიცე ადმირალმა : მამონგამ გამოიყენა. 



Rankiaku

რანკიაკუ

რანკიაკუ

რანკიაკუ - ფეხის ძლიერი და სწრაფი მოქნევით წარმოიქმნება ლურჯი სლეში, რომელიც ხმლის პრინციპით მოქმედებს და ძალიან მჭრელია. 



Shigani

შიაგნი

შიგანი

შიგანი  ადამიანს აძლევს სხეულის გახვრეტის უფლებას (უმრავლეს შემთხვევაში იგი გამოიყენება თითით, მაგრამ მისი გამოყენება ნებისმიერი სხეულის ნაწილით შეიძლება ) . იგი ტყვიასავით ხვრიტავს სხეულს. რობ ლუჩის შეუძლია დისტანციური შიგანის გამოყენებაც. ასევე, მას შეუძლია ცეცხლოვანი შიგანის გამოყენება. დარტყმის დროს იგი ძალიან დიდ ზიანს აყენებს სხეულს. 

thumb|ტეკკაი|200px


ტეკკაი

ტეკკაი ადამიანს აძლევს კუნთების მართვის საშუალებას. მისი საშუალებით კუნთები ქვასავით მაგრდება. იმის გამო, რომ ეს ტექნიკა ფიზიკურ ძალაზეა დამოკიდებული, მისი გარღვევა შესაძლებელია ძლიერი ფიზიკური შეტევით ( მაგალითად, სანჯიმ გაურღვია ტეკკაი ჯაბურას ძლიერი ფიზიკური შეტევით). და რაც მთავარია. მისი გამოყენების დროს სხეული გაშეშებულია, მაგრამ არსებობს ერთი ადამიანი სიპი9 - ში, რომელსაც შეუძლია მოძრაობისას გამოიყენოს ტეკკაი. ეს არის ჯაბურა. 


thumb|როკუგანი|200px

როკუგანი

როკუგანი არის როკუშიკის საიდუმლო და უკანასკნელი ტექნიკა. რობ ლუჩი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ისინი, ვინც ბოლო დონემდე განავითარეს გეპო, რანკიაკუ, ტეკკაი, შიგანი, სორუ და კამიე შეუძლიათ როკუგანის შეცნობა და მისი გამოყენება. მომხმარებელი ხელებს პარალელურად წევს, და უშვებს წარმოუდგენელი ძალის მქონე აფეთქების ტალღას, რომელიც როგორც ჩანს ისეთივე ძალას ფლობს, როგორც სკაიპიას უკუქმედების ნიჟარა. ეს ტექნიკა პირველად წარმოაჩინა რობ ლუჩიმ , როდესაც იგი ებრძოდა მონკი დი ლუფის. ამ მომენტში ლუჩი არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია როკუშიკის მეშვიდე ტექნიკის, ანუ როკუგანის გამოყენება. ტექნიკა რაღაით ჰგავს შიგანს, მაგრამ იგი უფრო გამანადგურებელია. 

Advertisement