FANDOM


Shichibukai

შიჩიბუკაი

შიჩიბუკაი - ზღვის შვიდი მეომარი. სრული სახელი - სამეფო შიჩიბუკაი ( (王下七武海 Ōka Shichibukai << ზღვის შვიდი სამეფო მთავარსარდალი>>. შვიდი (ეს ციფრი თითქმის სულ იცვლება ანიმე/მანგის მიმდინარეობის დროს) . შიჩიბუკაიში არიან ძლიერი და გავლენიანი პირატები, რომლებიც მეზღვაურებს შეუერთდნენ.

ზოგადი მიმოხილვა

Shichibukai 2

შიჩიბუკაი

შიჩიბუკა - მასში შედიან შვიდი ძლიერი პირატების კაპიტნები, რომლებიც მიიწვიეს მეზღვაურებთან და გაერთიანდნენ მათთან.  შიჩიბუკაი ფორმალურად მეზღვაურებს ემორჩილებიან (ბარტალომეო კუმას გარდა, რომელსაც გონება გამოურეცხეს და მთლიანად იმორჩილებენ). ასევე ისინი არ თუ ისე კარგად ეპყრობიან ერთმანეთს. ბევრი ამბობს, რომ შიჩიბუკაების გაერთიანება და ერთ გუნდად ჩამოყალიბება შეუძლებელია, მაგრამ დოფლამინგო და კუმა ერთმანეთს 'ეხმარებიან'. ასევე კუმამ შესთავაზა დახმარება მორიას, როდესაც იგი ჩალისქუდების პირატებს ებრძოდა. ასევე დოფლამინგომ შესთავაზა მისტერ 0 -ს , ანუ კროკოდაილს ალიანსის შექმნა, მაგრამ კროკოდაილმა იგი უარით გაისტუმრა. მაგრამ შიჩიბუკაიში ყველა ძალიან 'ამაყია', ამიტომაც არავინ არავისთან არ ერთიანდება. 

შიჩიბუაის წევრებს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა მათ ჯილდოებში. ასევე შიჩიბუკაებს ჯილდოების მიხედვით არ იღებენ. მაგალითად, ტრაფალგარ ლოს, შიჩიბუკაიში გაწევრიანების დროს ჯილდო ქონდა 440 000 000 ბელი, მაგრამ ამასთანავე, შავწვერას, იგივე მარშალ დი ტიჩს, საერთოდ არ ქონია ჯილდო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შიჩიბუკაიდ გახდომის შემდეგ, პირატის ჯილდო თითქმის არ იცვლება, ასერომ ამჟამინდელ მათ ჯილდოს არანაირი კავშირი არააქვს მათ ამჟამინდელ ძალასთან. ასევე, შიჩიბუკაიდან გამოსვლის დროს, პირატის ჯილდო საგრძნობლად იმატებს. (მაგალითად, როდესაც ჯიმბეიმ დატოვა თავისი პოსტი, მისი ჯილდო 400 000 000 ბელიმდე ავიდა). ასევე სხვა მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. მაგალითად, კროკოდაილი , რომლის ჯილდოც იყო 81 000 000 ბელი, იმპელ დაუნში იმყოფებოდა ბოლო, მეექვსე სართულზე. მაგრამ მასზე უფრო დიდ ჯილდოიანი, მონკი დი ლუფი, რომლის ჯილდოც 300 000 000 ბელი იყო, გამომწყვდეული იყო მეხუთე სართულზე. 

ბოა ჰენკოკის იმპელ დაუნში ვიზიტის დროს, როდესაც ისინი მეექვსე სართულზე იყვნენ, ჯიმბეიმ განაცხადა რომ ჰენკოკი მას მანამდე ნანახი არ ჰყოლი. ასერომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რომ ხოლოდ რამოდენიმე შიჩიბუკაის ყავს ერთმანეთი პირადად ნანახი. მაგრამ ამისდამიუხედავად, 575 მანგაში, ყველა შიჩიბუკაი ებრძოდა ერთმანეთს (იქ იყვნენ როგორც ძველი, ასევე ახლანდელი შიჩიბუკაებიც). 

უმრავლესობა შიჩიბუკაი ნეგატიურად უყურებს მსოფლიოს, იმის გამო რომ მათ ბევრი იციან თავიანთ სამყაროზე, და იმედგაცრუებულნი არიან. მორია და კროკოდაილი უარყოფითად აფასებენ ლუფის ქმედებას და აცხადებენ, რომ მას არ უნახავს ის, რაც ნახეს მათ, და მისი ხედვა ამ სამყაროსთან მიმართებაში არასწორია. მიჰოუკიც თითქმის ანალოგიურს აცხადებს ზოროსთან ბრძოლის დროს. დოფლამინგოს მიაჩნია, რომ სამყაროში არ არსებობს ნამდვილი სამართალი არ არის, და ფიქრობს, რომ მეზღვაურებიც და პირატებიც სულელები არიან, თუ მათ გონიათ, რომ ისინი სამართალს ქადაგებენ. ჰენკოკი, თავისი ცუდი მოგონებების გამო (რომელიც მის ტყვეობას უკავშირდება) ამტკიცებს, რომ ყველა მამაკაცი ნაძირალაა, (რაღათქმაუნდა ლუფის გამოკლებით, რადგან მას იგი უყვარს , და ასევე იმათაც, ვისთანაც ლუფი მეგობრობს). მაგალითად, იგი არ მიიჩნევს ნაძირალად რეილის და ფიშერ ტაიგერს. 

პირატები მათ <<მთავრობის ლეკვებს>> ეძახიან, მაგრამ ამასთანავე ეშინიათ მათი და მათი ძალის. მთავრობა და მეზღვაურები მათ ისევე უყურებენ, როგორც სხვა პირატებს, მაგრამ აღიარებენ მათ ძალას და იყენებენ თავიანთ მიზნებში.


<<ლეკვური მმართველობის>> მეთოდიკა

შიჩიბუკაის სტატუსის მიღება

პირატებს შეუძლიათ შეუერთდნენ შიჩიბუკაებს, თუ ისინი გარკვეულ საქმეს გააკეთებენ.

  • თუ არის დაუკავებელი ადგილი შიჩიბუკაის რიგებში : ანუ მათი რიცხვი შვიდზე ნაკლებია (ეს შეიძლება ბევრი მიზეზის გამო იყოს. მაგალითად : თუ შიჩიბუკაი მოკლეს, გააგდეს ან თვითონ დატოვა თავისი პოსტი) 
  • თუ კანდიდატმა წარმოაჩინა თავისი ძალა, და დაამტკიცა რომ იგი ღირსია სხვა შიჩიბუკაებთან ერთად ყოფნისა. 
  • თუ კანდიდატი დაიფიცებს და ყველაფერს გააკეთებს გოროსეის წინაშე - გოროსეი მსოფლიო მმართველობის მმართველები არინი.
  • თუ მსოფლიო მმართველობა დაინტერესებულია კანდიდატში. 


შიჩიბუკაის უმრავლესობა უკვე ცნობილი იყო თავისი გავლენითა და დიდი ჯილდოთი. მაგრამ სტატუსის მოპოვება შეიძლება ისეთი პირატისთვისაც, რომელიც საერთოდ არ არის ცნობილი და არ აქვს დიდი ჯილდო - ამისთვის საჭიროა რაიმე ექტრაორდინალური რამის ჩადენა. მაგალითად მარშალ დი ტიჩმა შიჩიბუკაის სტატუსის მოსაპოვებლად დაამარცხა და შეიპყრო ეისი. 

შიჩიბუკაის ვალდებულებები 

  •  დაემორჩილოს და შეასრულოს მსოფლიო მმართველობის ბრძანებები
  • გააკონტროლონ სხვა პირატები : შიჩიბუკაი ეხმარება მსოფლიო მმართველობას სამ უდიდეს ძალას შორის ბალანსის დაცვაში 
  • სხვა პირატებზე თავდასხმა და მათი ოქროულობის მითვისება. - ამ განძიდან 1/10 მსოფლიო მმართველობის ნაწილია
  • შიჩიბუკაიმ არ უნდა გაუჩინოს პირატს ეჭვები მის ძალასთან დაკავშირებით. მაგალითად, მსოფლიო მმართველობამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ დაემალა ის ფაქტი, რომ ლუფიმ დაამარცხა მორია. 

დამატებითი

  • ერების დაცვა
  • გარკვეული კუნძულების პირატებისგან გასუფთავება

შესაძლოა, რომ დამატებითი ვალდებულებები უფრო მეტია, ვიდრე ამ ჩამონათვალში. მაგრამ ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ესენია ცნობილი

შიჩიბუკაის უპირატესობები

 მსოფლიო მმართველობის ბრძანებების შესრულების სანაცვლოდ, პირატები ერთგავრ 'ამინისტიას' იღებენ, და მათი ყველა ჩადენილი დანაშაული იშლება ისტორიიდან, და ასევე ჯილდო მათი თავებისთვის უქმდება. და ისინი, შეიძლება ვთქვათ რომ მეზღვაურების პირატები, ან მათი მარიონეტები ხდებიან. მაგრამ ყველაფერ ამისდა მიუხედავად, უმრავლესობა შიჩიბუკაი მიიწევს თავისი მიზნისკენ და არ ჩქარობს მსოფლიო მთავრობის ბრძანებების შესრულებას. 

იმის გამო, რომ შიჩიბუკაები უკვე აღარ არიან ჩვეულებრივი პირატები, მათ ეძლევათ საშუალება რომ გახდნენ ბიზნესმენები და პირატების თავებზე მონადირეები. როგორც მაგალითად კროკოდაილმა გახსნა კაზინო ალაბასტაში. მაგრამ ზოგიერთი შიჩიბუკაისთვის, ისიც საკმარისია რომ მას არავინ დასდევს და იგი ჩვეულებრივად გადაადგილდება გრანდ ან რედ ლაინში. მათ ასევე გზა ეხსნებათ მეზღვაურების მოწყობილობებთან. უფრო ხშირად ისინი იღებენ კაეროსეკის და მისგან დამზადებულ ხელბორკილებს.

ბოა ჰენკოკს მეზღვაურებთან დამატებითი კონტრაქტიც ჰქონდა. ამ კონტრაქტის მიხედვით, ბოა ჰენკოკის კუნძული - ლილის ამაზონი, უნდა ყოფილიყო მეზღვაურების დაცვის ქვეშ, და ასევე, მეზღვაურები არ უნდა მიახლოვებოდნენ ამაზონ ლილის 3 კილომეტრზე. 

შიჩიბუკაიდან გაგდება

 შიჩიბუკაებს ბევრი რამე ეპატიებათ, წარსულში ჩადენილიც და მათი შიჩიბუკაიდ მოღვაწეობის დროსაც. მათ არაკანონიერ ქმედებებს <<არ იმჩნევენ>> მეზღვარები და უბრალოდ ატარებენ მათ. მაგრამ შიჩიბუკაი თუ გარკვეულ ზომებს გადააჭარბებს, იგი შეიძლება გაანთავისუფლონ შიჩიბუკაიდან. ამ მომენტში შიჩიბუკაის სტატუსი ჩამორთმეული აქვს : ჯიმბეის, მისტერ კროკოდაილს, მარსალ დი ტიჩს და კეგო მორიას.' თვითნებურად' (ლუფისა და ლოს ალიანსის გამო, შიჩიბუკაის პოსტი დატოვა დონკიხოთ დოფლამინგომ). მაგრამ 711 მანგაში, სანჯი აუწყებს ლუფის, რომ დოფლამინგოს არ დაუტოვებია შიჩიბუკაის პოსტი.

სერ კროკოდაილმა შექმნა საიდუმლო ორგანიზაცია იმის გამო, რომ დაეპყრო ალაბასტა და ეპოვნა ძველი იარაღი, სახელად პლუტონი. მაგრამ იგი დამარცხდა მონკი დი ლუფისთან ბრძოლისას. მის დამარხებას იმდენი რამ მოჰყვა, რომ ამ ამბის 'გატარება' მსოფლიო მმართველობამ ვერ შეძლო. 

მარშალ დი ტიჩი არ დაემორჩილა მსოფლიო მმართველობის ბრძანებას, მიისაკუთრა მეზღვაურების გემი და შეიჭრა იმპელ დაუნში იმისთვის, რომ შეეგროვებინა სასტიკი და ძლევამოსილი პირატები. 

მსოფლიო მმართველობის ბრძანებით, გეკო მორია უნდა მოეკლათ ბრძოლაში მისი უსარგებლობის და სისუსტის გამო. იგი არამარტო დამარცხდა ლუფისთან, არამედ სუსტად წარმოაჩინა თავისი თავი, და დამარცხდა ჯიმბეისთან. მორიას მკვლელობა დოფლამინგოს დაავალეს, მაგრამ როგორც ჩანს იგი რაღაცნაირად გადარჩა. 

კავშირები 

  • ბოა ჰენკოკი 

ტენირიუბიტოს ყოფილი მონა (განთავისუფლებული იქნა მის დებთან ერთად ფიშერ ტაიგერის მიერ). კუჯის პირატების კაპიტანი. ამაზონ ლილის დედოფალი. <<პირატების დედოფალი>> . უყვარს ლუფი

  • გეკო მორია

უსახელო პირატების ყოფილი კაპიტანი ( რომელიც იონკო, კაიდოს მიერ იქნა განადგურებული). ტრილერ ბარკის ყოფილი ხელმძღვანელი (ამჟამად იგი განადგურებული) და მისტიკური ოთხეულის კაპიტანი ( ამჟამად იგი დაშლილია, რადგან პერონა აღარ არის მათთან ერთად) 

  • ჯინბეი

მზის პირატების მეორე კაპიტანი. ლოიალურია თეთრწვერას პირატებთან, იმის გამო, რომ ნიუგეიტმა თავისი დაცვის ქვეშ მოაქცია თევზკაცების კუნძული. იგი ეხმარება მონკი დი ლუფის. მარინფორდში განაცხადა რომ ტოვებს შიჩიბუკაის პოსტს. 

  • დონკიხოტ დონფლამინგო

​ბელამის პირატების ყოფილი ლიდერი. აუქციონის ყოფილი მეპატრონე. დრეს როზას მეფე

  • დრაკულა მოჰოუკი

წითელთმიანი შანქსის ყოფილი კონკურენტი მაგრამ მათი ურთიერთობა ნამდვილად მეგობრულია. დაინტერესებულია ზოროში და ფიქრობს, რომ მომავალში, იგი მისი დამსახურებული მოწინაამღდეგე იქნება ტიტულისთვის <<საუკეთესო მოფარიკავე>> 

  • მარშალ დი ტიჩი

თეთრწვერას ეკიპაჟის ყოფილი წევრი ( გაიქცა მას შემდეგ, რაც მოკლა მეოთხე დივიზიის კაპიტანი საჩი ეშმაკის ხილისთვის). შავწვერა პირატების კაპიტანი. ერთერთი იონკოთაგან. 

  • სერ კროკოდაილი

ბარა კვორქსის ყოფილი ხელმძღვანელი (ორგანიზაცია განადგურებულია). ყოფილი შიჩიბუკაი. იმპელ დაუნის ყოფილი პატიმარი. ლუფის დროებითი მოკავშირე. იმისდამიუხედავად რომ მან დაარღვია ლუფისა და მას შორის დადებული 'კონტრაქტი', ომში მან ბევრი რამ გააკეთა ლუფისთვის და ეისისთვის.  ​

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki