FANDOM


250px-Hakisbs

ეშმაკის ხილი

ჰაკი - არის იდუმალებით მოცული ძალა, რომელიც აქვს ნებისმიერ ცოცხალ არსებას ვან პისის სამყაროში. ადამიანების უმრავლესობა მას ვერც ამჩნევს და არ შეუძლიათ მისი გაღვიძება. სულ არსებობს ორი ტიპის ჰაკი, რომლის განვითარებაც შეიძლება, მაგრამ არსებობს მესამე ტიპის ჰაკიც, ჰაოშოკუ - იგივე სამეფო ჰაკი რომელიც მხოლოდ <<რჩეულებს>> გააჩნიათ. იგი მილიონიდან ერთს აქვს. 

ინფორმაცია 

ჰაკი პირველად გამოიყენა შანქსმა. მისი მეშვეობით მან იხსნა ლუფი სიკვდილისგან და გათიშა ზღვის მეფე. თვითონ ტერმინი <<ჰაკი>> პირველად იქნა ნახსენები მაშინ, როდესაც მარშალ დი ტიჩმა აქცენტი გააკეთა ლუფის ჯილდოზე. ეს ყველაფერი კუნძულ ჯაიაზე მოხდა. ასევე პატარა ინფორმაცია ნახსენები არის შანქსისა და ნიუგეითის საუბრის დროს. 

ჰაკის მთავარი არსი ნაჩვენები იქნა შემდეგ ორ არკაში : საბაოდის არქეპელაგი და ლილის ამაზონი. ჰაკის მთავარ არსს ხსნის შავი მეფე, სილვერს რეილი როდესაც იგი იწყებს მონკი დი ლუფის ვარჯიშს. ეს ყველაფერი კუნძულ რუსუკაინაზე ხდება 

ჰაკი ნებისმიერ ცოცხალ არსებაში არის დამალული, მაგრამ იშვიათად შეუძლია ვინმეს მისი გაღვიძება და გამოყენება. ინტენსიურმა ვარჯიშმა შეიძლება იგი გააღვიძოს ან განავითაროს რაიმე დონემდე. ასევე არის მეორე გზაც, მაგალითად შოკი. სწორედ მისი მეშვეობით გააღვიძა კობიმ ჰაკი. 


ჰაკის ტიპები

არსებობს სულ სამი ტიპის ჰაკი. კენბოშოკუ ჰაკი რომელიც მის მფლობელს უჩენს <<მეექვსე გრძნობას>>, და ასევე აძლევს წინასწარმეტყველების საშუალებასაც. ზოგს იგი განვითარებული აქვს მაღალ დონემდე. მაგალითად მადამ შარლი მას იყენებდა როგორც წინასწარმეტყველების უნარს, და შეეძლო ძალიან ბევრი რამის დანახვა შორეულ მომავალში. ასევე ენელი, რომელმაც იგი თავისი ეშმაკის ხილის ძალით უფრო განავითარა და სრულყოფილებამდე მიიყვანა. ბოსუშოკუ ჰაკი  . მისი საშუალებით სულის ძალის გარდაქმნა ხდება. იგი შეიძლება ბევრი რამისთვის გამოიყენო. მისი საშუალებით შეიძლება შეიმოსო ბოსუშოკუს აბჯარში. (მაგალითად, როგორც ვიცე ადმირალი ვერგო), შეგიძლია გაამაგრო იარაღები (მაგალითად კუჯის მეომრები ისრებს და შუბებს ბოსუშოკუთი ამაგრებენ) და რაც მთავარია. მისი საშუალებით შეგიძლია შეეხო ლოგიას. ჰაოშოკუ ჰაკი იგი ძალიან იშვიათი ტიპის ჰაკია. იგი მილიონიდან მხოლოდ ერთს აქვს. მისი საშუალებით შეგიძლია სუსტი ნების მქონე ადამიანები გათიშო. როგორც მაგალითად შანქსი ჩაურთველი ჰაკით თიშავდა ნიუგეითის ეკიპაჟის წევრებს. მაგრამ მისი ძალის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მას ექნება ასევე სხვა დანიშნულებაც (მაგალითად შანქსი ჰაოშოკუ ჰაკით ნიუგეითის გემს ლეწავდა). 

ადამიანები, რომლებმაც გვაჩვენეს ჰაკი 

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki